ევრობასკეტი: საქართველომ ლიტვა დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა [+ ვიდეო]

ვიდეო / ევრობასკეტი 2017 31-აგვ, 21:069 Sportnews 2148 0





ევრობასკეტი ძალიან მაგრად დაიწყო მთლიანი საქართველოსთვის, ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ლიტვის ნაკრები 79-77 დაამარცხა.

ეს იყო ისტორიული გამარჯვება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ ძალიან მაგარი თამაშები გველოდება.

აღსანიშნავია, ნაადრევად გიორგი ცინცაძის ტრავმა, რომელიც დაახლოებით მეორე პერიოდის დასაწყისიდან გამოეთიშა შეხვედრას.

ერთ-ერთი ლიდერის გამოკლების მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე 2 ქულით მაინც დაამარცხა.

შეხვედრაში უდავოდ საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 29 ქულას მოუყარა თავი.

იხილეთ მატჩის დრამატული დასასრული და ძალიან ემოციური ქართველები შეხვედრის შემდეგ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა