დღის ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი გაირკვა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი ?

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი გაირკვა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი ?

რუსული სპორტული მედია ყაზანის “რუბინის” გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებზე ლიმიტი არის დაწესებული: გუნდებს განაცხადში რვაზე მეტ უცხოელის შეყვანა არ შეუძლიათ. რუსული მედია კი იტყობინება, რომ “რუბინი” 3 ლეგიონერის გაშვებას გეგმავს, რათა ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯე დესპოტოვიჩი და ახალწვეული, ანდერს დრეიერი გუნდში დაარეგისტრიროს.

წინასწარი ინფორმაციით, “რუბინი” სილვიე ბეგიჩს “კრილია სოვეტოვში” იჯარით გაუშვებს, დარკო იევტიჩი ბერძნულ “აეკ-ში” ითამაშებს, დარკო ეტიჩი კი ყოფილ კლუბს, “სენარ ბერმარეს” დაუბრუნდება.

იქედან რამომდინარე, რომ “რუბინი” 8 ლეგიონერის ლიმიტის დაცვის მიზნით, 3 ფეხბურთელს გუნდიდან უშვებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია – რომლის ევროპაში ტრანსფერს, ქართველი გულშემატკივარი, მთელი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად ელოდებოდა – კვლავ რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშებს.





გაზიარება
მოინახულეს 3 277-ჯერ
კომენტარები
რეკლამა