დღის ახალი ამბები

სერხიო ბუსკეტსმა საქართველოს ნაკრების შესახებ კომენტარი გააკეთა

სერხიო ბუსკეტსმა საქართველოს ნაკრების შესახებ კომენტარი გააკეთა

სერხიო ბუსკეტსმა საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა.

“ფეხბურთი განვითარდა, ახლა ნებისმიერ გუნდს შეუძლია მოიგოს მატჩი ისე, რომ კარგად არც ითამაშოს. ეს ბევრჯერ დავინახეთ იმ შეხვედრებში, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ. თუმცა, ახლა საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებული. შვედეთთან მატჩში, ნახევარდაცვაში შეგვეძლო უკეთესები ვყოფილიყავით, შევეცდებით, ხარვეზები მომდევნო თამაშებში გამოვასწოროთ.

ვიცით, რომ გვექნება ისეთი მატჩები, სადაც ბრწყინვალეები ვერ ვიქნებით, მაგრამ როცა ვერ ვიმარჯვებთ, სწორედ მაშინ გვჭირდება ფანების გვერდით დგომა. ყველა მატჩი განსხვავებულია. ჩვენ ისეთი გუნდი ვართ, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს და ცდილობს იშვიათად დაჯარიმდეს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ჯგუფში ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს, გვინდა, რომ ყველა დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ”, – განაცხადა ბუსკეტსმა.




გაზიარება
მოინახულეს 1 266-ჯერ
კომენტარები
რეკლამა