საფეხბურთო შოუს დროს მამაკაცებმა პირდაპირი ეთერიდან ქალი წამყვანი გააგდეს

ვიდეო 08-ოქტ, 13:389 Sportnews 2910 0





იტალიური საფეხბურთო სატელევიზიო შოუს, Goal Show-ს დროს, მამაკაცებმა პირდაპირ ეთერში ქალი წამყვანი გააგდეს. შოუ, ტრადიციულად, ვალტერ დე მაჯოს და იოლანდა დე რიეცოს მიჰყავდათ. როდესაც იოლანდამ "ნაპოლის" ახლანდელი ფორმის განხილვა დაიწყო და წინას შეადარა, მთავარმა წამყვანმა ვალტერ დე მაჯომ უხეშად შეაწყვეტინა კოლეგა ქალბატონს საუბარი და მიმართა, შოუ დაეტოვებინა. მან თავისი ქმედება იოლანდას მხრიდან არასწორი ანალიზით ახსნა. "შენ არ გაქვს უფლება, "ნაპოლიზე" ისაუბრო, იმიტომ, რომ შენ არაკომპეტენტური ხარ" - ვალტერმა ამ სიტყვებით შეაწყვეტინა საუბარი იოლანდას.


წყარო: palitravideo.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა