უცნაური შემთხვევა : ევრა მოედნიდან მატჩის დაწყებამდე გააძევეს [ვიდეო]

ვიდეო / ფეხბურთი / საფრანგეთი 03-ნოე, 16:079 Sportnews 1572 0






ვიტორიას"გიმარაეშის" და მარსელის "ოლიმპიკის" დაპირისპირება მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

სტუმრებმა ორი წითელი ბარათი მიიღეს, მათ შორის ერთი პატრის ევრამ, რომელიც მოედნიდან თამაშის წინა გახურების დროს გააგდეს.

პატრის ევრამ ერიკ კანტონას მიბაძა და გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი, თამაშის დაწყებამდე, გახურების დროს მოხდა.

როგორც პორტუგალიური პრესა იტყობინება ევრას "გიმარაეშის" ქომაგები, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, შეურაცხმყოფელი შინაარსის სიმღერებს უმღეროდნენ.

ევრას საქციელმა გულშემატკივართა აგრესია გამოიწვია. რამდენიმე მათგანი დამცავ ჯებირს გადაახტა, თუმცა ევრა შემთხვევის ადგილს გაარიდეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018