ვიდეო
ლაშა ტალახაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [+ვიდეო]

დუშეთის კულტურის სახლი ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს, რომლის ბოლო საასპარეზო დღეს, ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო, რითიც თავისივე მსოფლიო რეკორდი (217 კილოგრამი) გააუმჯობესა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.

წყარო: 1tv.ge - საზოგადოებრივი მაუწყებელი








კომენტარის დამატება