[ვიდეო]: ავსტრალიელმა ფეხბურთელმა ბურთის მომტან ბიჭს ხელი ჰკრა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოყვა

ვიდეო 29-ნოე, 21:459 Sportsman 5443 0





ავსტრალიაში, "სიდნეის და "ადელაიდას" დაპირისპირების, დამატებითი დროის ბოლო წუთებში ფეხბურთელებს შორის ჩხუბი ატყდა. მიზეზი კი მაიკლ მარონის უხეში საქციელი გახლდათ, რომელიც მან ბურთის მომტანი ბიჭის მიმართ განახორციელა.

მას შემდეგ, რაც მაიკლმა, "ბურთის ბიჭს" ხელი კრა, მას უმალ მივარდა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი და ჩხუბი დაუწყო, რასაც ფეხბურთელების დაპირისპირება მოყვა.

მაიკლ მარონის ამ შემთხვევას აუცილებლად განიხილავს ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთელს შესაბამისად დასჯიან ! აქვე შეგახსენებთ, რომ მარონმა ამ შემთხვევის შემდეგ წითელი ბარათიც მიიღო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა