ვიდეო
[ვიდეო]: უშანგი მარგიანის ბრწყინვალე გამარჯვება ტოკიოს გრანდ სლემზე, რითიც მან მსოფლიო აალაპარაკა.

ქართველი ძიუდოისტი, უშანგი მარგიანი, ტოკიოს გრანდ სლემზე, ბრინჯაოსთვის ბრძოლაშ ბრაზილიელ ბეტონის დაუპირისპირდა, რომელსაც არც თუ ისე მარტივად სძლია.
თავდაპირველად, უპირატესობას ბეტონი ფლობდა, რაც ქულებითაც გამოიხატა. უშანგიმ მალევე მოახერხა ამ მცირე უპირატესობის აღმოფხვრა, რასაც ბეტონის კიდევ ერთი ქულა მოყვა.
საბოლოოდ, ბრაზილიელმა მოჭიდავემ მოახერხა, მარგიანის შებოჭვაზე დაჭერა, რითიც ქართველმა ისარგებლა და კონტრ-შებოჭვა გაუკეთა, რაც მისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

როგორც წესი, ასეთი შებოჭვები ჭიდაობაში ყოველთვის შემბოჭავის გამარჯვებით სრულდება, თუმცა ქართველი არ დანებდა და გამარჯვებასაც მიაღწია. შეხვედრის ვიდეო სწრაფადვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რასაც უცხოელი გულშემატკივრები დადებითად ეხმაურებიან.











კომენტარის დამატება