დღის ახალი ამბები

რამოსს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა - ესპანელს პრემიერლიგის გრანდი ეპატიჟება

რამოსს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა - ესპანელს პრემიერლიგის გრანდი ეპატიჟება

ბრიტანული გამოცემის, 'დეილი მირორის' ინფორმაციით სერხიო რამოსი მადრიდის რეალს ზაფხულში დატოვებს და კარიერას რომელიმე პრემიერლიგის გუნდში განაგრძობს.

'მირორი' წერს, რომ ესპანელს მანჩესტერ იუნაიტედში თამაში სურს. ამ საკითხზე უკვე მუშაობს მისი ძმა და ამავდროულად აგენტი - რენე რამოსი, რომელიც ბრიტანეთს მალე სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

იუნაიტედის გარდა, ასევე განიხილება ევერტონის ვარიანტიც, სადაც მისი ყოფილი მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი მუშაობს. ცნობილია, რომ რამოსმა უკვე უთხრა უარი პარი სენ ჟერმენს და აზიურ გუნდებს - ოჯახში საცხოვრებელი ადგილის ასეთი რადიკალური ცვლილების იდეა არ მოსწონთ.

პარალელურად, სიახლეებია იუნაიტედის დაცვის ხაზშიც, კლუბის არგენტინელ მცველს - მარკოს როხოს კონტრაქტი შეუწყდება და კარიერას ბოკა ხუნიორსში განაგრძობს. როხო იუნაიტედმა 2014 წლის მუნდიალის შემდეგ დაიმატა, მაგრამ 7 სეზონის შემდეგ ვხედავთ, რომ ამ ტრანსფერიდან კარგი არაფერი გამოვიდა.





გაზიარება
მოინახულეს 1 179-ჯერ
კომენტარები
რეკლამა