Image

ტოჩინოშინი დამარცხდა - ნახეთ როგორი მდგომარეობაა სატურნირო ცხრილში 2 დღით ადრე

ვიდეო 25-მაი, 13:229 Sportnews 16381


სამწუხაროდ ბაშოს მეცამეტე დღეს შეიძლება ითქვას მოულოდნელად ტოშინოჩინი დამარცხდა და მიმდინარე ტურნირზე პირველი მარცხი იწვნია.

ახლა ქართველის მოგება-წაგების ბალანსი 12-1, მიუხედავად მარცხისა ლევანი კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს, მაგრამ ერთპიროვნული ლიდერი აღარაა , ის პირველ პოზიციას კაკურიოსთან იყოფს.

შემდეგ პოზიციაზე უკვე ჰაკუჰო იმყოფება, რომელიც გუშინ ლევანმა დაამარცხა, ლეგენდარული მონღოლის მოგება-წაგების ბალანსი 11-2 ზეა.

ხვალ ერთმანეთს სწორედ ტოჩინოში და კაკურიო დაუპირისპირდებიან , ანუ პირველ ადგილზე მყოფი სპორტსმენები. ეს იქნება უდავად საჩემპიონო შეხვედრა და თუ ლევანი მოახერხებს გამარჯვებას 95 პროცენტი ჩემპიონი იქნება, აი თუ კაკურიომ მოიგო , მართალია ის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს, მაგრამ ბოლო მე-15 დღეს კაკურიოს ჰაკუჰოსთან აქვს შეხვედრა, სადაც ნამდვილად არ იქნება ფავორიტი.

ფაქტია სატურნირო ცხრილი ძალიან ჩახლართულია , დღეს თუნდაც მოეგო ტოჩინოშინის, მისი ძირეული ამოცანა მაინც არ შეიცვლებოდა და ნებისმიერ შემთხვევაში ქართველს კაკურიოსთან აუცილებლად მართებს გამარჯვება.

ტოჩინოშინი დამარცხდა - ნახეთ როგორი მდგომარეობაა სატურნირო ცხრილში 2 დღით ადრე


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა