Image

საჩემპიონო დუელი: კაკურიუ Vs ტოჩინოშინი ... როგორია შეხვედრის კოეფიციენტები

ვიდეო 26-მაი, 00:389 Sportnews 7924


ხვალ მიმდინარე ბაშოს ორი ლიდერი ტოშინოჩინი და კაკურიო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ცამეტი დღის შემდეგ ორივე მათგანის მოგება-წაგების ბალანსი 12:1 არის. თუ ხვალ შეძლებს ლევანი მეტოქის დამარცხებას 95 პროცენტი ჩემპიონობას გაინაღდებს.

უნდა ითქვას, რომ ურთიერთ შეხვედრებში მნიშვნელოვანი უპირატესობა კაკურიოს აქვს, 21 მოგება და 2 მარცხი , მაგრამ ტოშინოჩინი ახლა გაცილებით უკეთესად გამოიყურება და ბოლო მათი შეხვედრაც სწორედ ქართველის გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულმა სტატისტიკამ არ შეგაშინოთ.

ხვალინდელ დაპირისპირებაში კაკურიოს გამარჯვება 1.70 ფასობს, ტოშინოჩინის კი - 2:00. კოეფიციენტები თითქმის თანაბარია, მაგრამ მცირე ფავორიტი ჩვენი მეტოქეა. დაპირისპირება საქართველოს დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.

აქვე გთავაზობთ ტოშის და კაკურიოს ბოლო დაპირისპირდებას, რომელიც მარტის ბაშოზე შედგა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (143)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]