დღის ახალი ამბები

ჩეხეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი: "თავდაუზოგავად ვშრომობ"

ჩეხეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი: "თავდაუზოგავად ვშრომობ"
24-01-2021, 22:50

საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, თუმცა რატომღაც მათი სწორედ განვითარება და ჩამოყალილება ჩვენს ქვეყანაში ვერ ან არ ხერხდება.  

ჩვენს გვერდით არის ბევრი გამორჩეული მოთამაშე, რომელთაც ფეხბურთის თამაში სურთ, მაგრამ საქართველოში მათ ამის პირობა არ აქვთ, ამიტომ ისინი უცხოეთში მიდიან, ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი კი გიორგი მამუჩიშვილი გახლავთ.

გიორგი ჯერ 21 წლის არის,  მას რამდენიმე წლის შეეძლო  უცხოეთში გამგზავრება, მაგრამ წარმატების მიღწევა  ჯერ ჩვენ ქვეყანაში სურდა, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს რამდენიმე გუნდში ითამაშა, მისი ბოლო გუნდი "დუშეთი" იყო.

ჩეხეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი: "თავდაუზოგავად ვშრომობ"


თუმცა არასათანადო პირობების გამო მას ქვეყნის დატოვება და ჩეხეთში გამგზავრება მოუწია.  მამუჩიშვილი ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც ჩეხეთში იმყოფება და "ჰრლადეც კრალოვეში" თამაშობს, მაგრამ მკაფიოდ ხედავს თუ რა  დიდი განსხვავებაა აქაურ და იქაურ პირობებს შორის.  ფეხბურთელის თქმით მას ყველა პირობაა აქვს, რომ მხოლოდ ვარჯიშზე და ფეხბურთზე იფიქროს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ აქაური პირობებით, დღეში ორჯერ გვიწევს ვარჯიში და უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობ, არ შემიძლია არ აღვნიშნო სამწვრთნელო შტაბი და გუნდელები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ აქ ყოფნა გამიადვილდეს და მალე გავიარო ადაპტაციის პერიოდი"

"ინფრასტრუქტურის მხრივ სრულიად გამართულია ყველაფერი, ვცდილობ, რომ სწრაფად აღვიდგონო სასურველი ფორმა, უკვე ამხანაგურ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა , გოლებიც გავიტანე და იმედი მაქვს მალე ოფიციალურ შეხვედრასაც ვითამაშებ"

"სინჯებზე ჩემით მივედი,საბედნიეროდ პირველივე ვარჯიშის შემდეგ გადაწყვიტეს ჩემი დატოვება, ამ ეტაპზე  ჩემი  მთავარი მიზანი ამ გუნდში თავის დამკივდრებაა, რისთვისაც თავდაუზოგავად ვშრომობ"
-აცხადებს გიორგი ჩვენთან საუბარში.            




გაზიარება
მოინახულეს 1 216-ჯერ
კომენტარები
რეკლამა