რა შანსები დარჩა ტოშინოჩინის ჩემპიონობისთვის ბოლო დღის წინ ?

ვიდეო 26-მაი, 13:439 Sportnews 2095 0






ბაშოს დღევანდელმა დღემ დაძაბულად და მოულოდნელად ჩაიარა , სამწუხაროდ ტოშინოჩინი თავის უშუალო კონკურენტთან კაკარიუსთან დამარცხდა და პირველი პოზიცია დაკარგა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გუშინ ლევანმა ტრავმა მიიღო და დღეს ტრავმირებულმა იასპარეზა.

ამავდროულად მოულოდნელად დამარცხდა ბაშოს მოგების კიდევ ერთი ფავორიტი ჰაკუჰო, მონღოლმა სუმოისტმა ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგა, მისი მოგება-წაგების ბალანსი უკვე 11-3 ზეა.

პირველ ადგილზე მყოფი კაკარიუს 14 შეხვედრაში 13 მოგება და 1 წაგება აქვს , ტოშინოჩინის ანგარიშზე 12 მოგება და 2 წააგებაა, ბოლო დღის წინ ქართველი კვლავ ინარჩუნებს ჩემპიონობის შანს. ამისთვის საჭიროა, რომ ხვალ ლევანმა თავის შეხვედრა მოიგოს , კაკარიუმ კი წააგოს, რომელიც სწორედ ლეგენდარულ ჰაკუჰოს ხვდება.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ტოშინოჩინის და კაკარიუს 13-2 ექნებათ მოგება-წაგების ბალანსი და თანაბარი მაჩვენებელი დაფიქსირდება, ასეთ შემთხვევაში დაინიშნება კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა ტოშის და კაკარიუს შორის, რომლის გამარჯვებულიც ბაშოს მაისის თვის ჩემპიონი გახდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018