იაპონიის სამაუწყებლო კომპანია (NHK) - ტოჩინოშინს ოძეკის რანგს მიანიჭებენ

ვიდეო 28-მაი, 14:299 Sportnews 1354 0





იაპონიის სამაუწყებლო კომპანია (NHK) - ტოჩინოშინს ოძეკის რანგს მიანიჭებენ


„იაპონიის სუმოს ასოციაცია ოთხშაბათს საბჭოს სხდომას გამართავს, რათა ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინისათვის ოძეკის რანგის მინიჭების საკითხი განიხილოს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შეხვედრა შედგება – ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება პრაქტიკულად უკვე მიღებულია.“ – წერს იაპონიის სამაუწყებლო კომპანიის ვებგვერდი.

ტოჩინოშინმა მისი პირველი იუშო (ჩემპიონის ტიტული) 2018 წლის 14 იანვარს მოიგო, როდესაც წლის პირველ ბაშოზე 14 მეტოქე დაამარცხა და თავად მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო.

მომდევნო ტურნირზე მან 10 გამარჯვება უკვე სეკივაკეს რანგში მოიპოვა, რომელიც ოძეკის რანგს ერთი საფეხურით ჩამორჩება.

ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ ზედიზედ 12 გამარჯვება მოიპოვა და ტურნირზე იოკოძუნა ჰაკუჰოს დამარცხებაც მოახერხა.

ბოლო სამ ტურნირზე მან 37 გამარჯვება მოიპოვა და ბარიერს, რომელიც ოძეკის რანგის მიღებისათვის აუცილებლად ითვლება, უკვე გადააჭარბა.
კვირას, იაპონიის სუმოს ასოციაციის განმხილველი დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ჰაკაკუმ საგანგებო შეხვედრა დანიშნა.

დეპარტამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტოჩინოშინი ბოლო ტურნირებზე ძალზედ სტაბილურად გამოდის და მას მიაჩნია, რომ ქართველი სეკიტორი დაწინაურებას იმსახურებს. ჰაკაკუმ დაამატა, რომ ლევან გორგაძის მიერ ჰაკუჰოს დამარცხებას საბოლოო გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა ექნება.

ტოჩინოშინის დაწინაურების შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას საბჭო ოთხშაბათს მიიღებს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

აქვე კიდევ ერთხელ გთავაზობთ ტოშინოჩინის და ჰაკუჰოს ბოლო შეხვედრას



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა