თორნიკე ოქრიაშვილის პირველი კომენტარი "სევილიასთან" გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ

ვიდეო / ფეხბურთი 05-ოქტ, 11:069 Sportnews 4770 0






ევროპა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში "კრასნოდარმა" საკუთარ მოედანზე "სევილიას" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს ოქრიაშვილმა მოუტანა, რომელიც მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა და 4 წუთში თავიც გამოიჩინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ძალიან გახარებული იყო და მცირე კომენტარიც გააკეთა.

"ვერ დავიჯერე, როდესაც ბურთი კარში დავინახე, მიჭირს ემოციების სიტყვებით გადმოცემა, ძალიან გახარებული ვარ"

"მადლობა მწვრთნელს, რომელიც მენდობა და დღევანდელ თამაშში მონაწილეობის მიღების შანსი მომცა, თავს 100 პროცენტით მზად ვგრძნობ"

"ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელმაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს"- განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

ზემოთ ვიდეოში კიდევ ერთხელ იხილეთ ქართველის ბრწყინვალე მაკრატელა გოლი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018