დღის ახალი ამბები

"ვარჯიშებზე ყოველთვის მას დავჰყავდი" - ვინ არის საზოგადოების უცნობი ხვიჩა კვარაცხელიას დედა

"ვარჯიშებზე ყოველთვის მას დავჰყავდი" - ვინ არის საზოგადოების უცნობი ხვიჩა კვარაცხელიას დედა
13-01-2023, 09:50

sportall.ge აქვეყნებს ხვიჩას კვარაცხელიას ინტერვიუს, სადაც ის დედის შესახებ საუბრობს:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მშობლებს ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. იყო ცუდი პერიოდიც, ძალიან ცუდი, რომელსაც მე ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. ყველაზე მთავარი, ჩემს თავში რაც მომეწონა, ისაა, რომ ცუდი დროც მაქვს ნანახი და ამან დიდი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ჰქონოდა ჩემს ოჯახს ის ყველაფერი, რაც უფრო დიდ ადამიანებს ჰქონდათ.

ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ და მინდოდა, რომ მათთან ერთად ბევრისთვის მიმეღწია. თითქმის ყოველთვის ვარჯიშზე დედაჩემს დავყავდი. მაშინ მამაჩემი მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა, მაგრამ მაინც სულ დედასთან ერთად დავდიოდი. იყო თოვლი, წვიმა, სულ დამყვებოდა და ჩემ გვერდით იყო. ზოგადად, დედამ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, მამამაც, ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო, თითქმის ყველა თამაშის შემდეგ ფეხბურთთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, მიხსნიდა და მასწავლიდა რაღაცებს, მაგრამ არც ერთხელ მას ჩემთვის ვარჯიში არ დაუძალებია. მას უნდოდა, რომ ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც მე მინდოდა. მოკლედ რომ გითხრათ, თავისუფლებას მაძლევდა, არასდროს დაუძალებია, გინდა თუ არა ფეხბურთი ითამაშეო, ყველაფერს საკუთარი სურვილით ვაკეთებდი", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

წყარო: sportall.ge





გაზიარება
მოინახულეს 902-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა