Image

"მილანი" 0-1 "ტოტენჰემი"

ვიდეო 16-თებ, 18:109 Sportnews 2275


















ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში მოულოდნელად დამარცხა საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემთან" "მილანი.

"ტოტენჰემი", რომელიც სადებიუტო სეზონს ატარებს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა, თანაც ისე, რომ ჯგუფში სადაც მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობდა იმ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა , ახლა კი დიდი შანსია, რომ 1/4 ფინალშიც გავიდეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა, როდესაც მეტოქის ნახევარზე, ბურთი სწორედ გატუზომ დაკარგა და სტუმრებს კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მისცა. „ტოტენჰემის“ ფეხმარდმა შემტევმა, აარონ ლენონმა სისწრაფე აკრიფა, იეპესი იოლად ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეჭრილმა, მეკარესთან პირისპირ გასულ კრაუჩს უპასა, ამ უკანასკნელმა კი ადვილად გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი.

მილანი - ტოტენჰემი 0-1 (0-0)

მილანი: აბიატი (ამელია 18), გატუზო, ზეედორფი (პატო 46), იბრაჰიმოვიჩი, ნესტა, ფლამინი, აბატე, ტიაგო სილვა, რობინიო, იეპესი, ანტონინი.

ტოტენჰემი: გომესი, ასუა ეკოტო, გალასი, ჩორლუკა (ვუდგეიტი 59), პალასიოსი, ლენონი,  კრაუჩი, ვან დერ ვაარტი (მოდრიჩი 62), დოუსონი, სანდრო, პიენაარი (კრანჩარი 77).

გოლი: 0-1 კრაუჩი (80).

გაფრთხილება: ფლამინი (55), იაპასი (61), გატუზო (76)

დაწყება: ტოტენჰემი, I კუთხური: ტოტენჰემი, I აუტი: ტოტენჰემი, კ-ში დარტყმა: (3-6), კ-კენ დარტყმა: (6-2), ჯარიმა: (11-17), კუთხური: (9-5), ყვითელი: (3-0), თამაშგარე: (4-2), ბურთის ფლობა: (55%-45%).

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Vano_Alonso 16 თებერვალი 2011 19:25
გამიკვირდა, კრაუჩმა რომ არ ააცილა :D
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა