Image

"არსენალი" 2-1 "ბარსელონა"

ვიდეო 17-თებ, 15:099 Sportnews 2157


















ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში ლონდონის "არსენალმა" საკუთარ მოედანზე 2-1 დაამარცხა კატალონიის "ბარსელონა".

სანახაობრივი, დაძაბული, სწრაფი და საერთო ჯამში საინტერესო თამაში – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლონდონში, “ემირეითს სთედიუმზე” გამართულმა შეხვედრამ გულშემატკივრების მოლოდინი გაამართლა. ნეიტრალური ქომაგისთვის ყველაზე გასახარი ალბათ ისაა, რომ როგორც იქნა, “არსენალმა” “ბარსელონას” დამარცხება მოახერხა და ამით, “კამპ ნოუზე” გასამართ მატჩს დიდი მნიშვნელობა შესძინა. ეჭვგარეშეა, რომ კატალონიის დედაქალაქში, გუნდები არანაკლებ თვალსასეირო სანახაობას შესთავაზებენ მაყურებლებს.

შეხვედრის 26-ე წუთზე მესიმ გაიყვანა ვილია შჩენზნისთან პირისპირ, რასაც “ბარსას” მე-7 ნომრის ზუსტი დარტყმა და ანგარიშის გახსნა მოჰყვა. მატჩში გარდამტეხი მომენტი 78-ე წუთზე, ვან პერსის მიერ გატანილი გოლი გამოდგა. 83-ე წუთზე ფაბრეგასის გადაცემის შემდეგ არშავინმა ჩინებული დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და პირველად ისტორიაში "არსენალმა" "ბარსელონა" დაამარცხა.

"არსენალი" 2-1 "ბარსელონა"

"არსენალი": სჩეზნი, ებუე, კოსილნი, ჯორუ, კლიში, სონგი (არშავინი 68), უილშერი, ფაბრეგასი, უოლკოტი (ბენდტნერი 77), ნასრი, ვან პერსი

"ბარსელონა": ვალდესი, ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა (ადრიანო 89), პედრო, მესი, ვილია (კეიტა 68)

გოლები: 0:1 ვილია 26, 1:1 ვან პერსი 78, 2:1 არშავინი 83

გაფრთხილება: სონგი 7, ნასრი 28, არშავინი 83, ვან პერსი 86 - ინიესტა 29, პიკე 58

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
saba 19 თებერვალი 2011 15:21
რა ეხლა ნახეთ კამპ ნოუზე რა იქნება
2

Vano_Alonso,
ნიჩია არ გვინდა ვსო არსენალის თამაში
Sportnews 17 თებერვალი 2011 23:32
ეხლა აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემი საიუბელო 600 სტატია ყოფილა wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FCB 17 თებერვალი 2011 16:07
რაულიტო,
Vano_Alonso,

რას ვიზამთ რეალს არ აქ მოგების თავი და სხვა გუნდის იმედზე მაინც იყავით :D
FCB 17 თებერვალი 2011 16:07
რაულიტო,
Vano_Alonso,

რას ვიზამთ რეალს არ აქ მოგების თავი და სხვა გუნდის იმედზე მაინც იყავით :D
Vano_Alonso 17 თებერვალი 2011 15:27
ვაშაააააააა, კაია, ახლა ნოუკამპზეც გაუძლონ და ეგააა
Sportnews 17 თებერვალი 2011 15:05
მადლობა არსენალს, რომ ამ სტატიის დადების სიამოვნება მომანიჭა 11 11 11 11 11 11 11 11
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა