Image

"რაულმა" "შალკე" ფინალში გაიყვანა

ვიდეო 03-მარ, 09:579 Sportnews 2416


















გუშინ გერმანიის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს "შალკე" და "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ , მიუხედავად "შალკეს" ცუდი თამაში ბუნდესლიგაში გუნდმა ამ სეზონში უკვე მეორედ დაამარცხა "ბაიერნი".

შეხვედრაში ერთადერთი და გადამაწყვეტი გოლი რაულმა გაიტანა, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება , ბოლო ხანებში იგი გოლის გარეშე იშვიათად ტოვებს მოედანს. რაულმა შეხვედრის 15-ე წუთზე გაიტანა თავის მორიგი გოლი და ამ მოგებით "შალკე" გერმანიის თასის ფინალში გავიდა , სადაც "დუისბურგს" დაუპირისპირდება.

"ბაიერნი" კი რომელიც შარშან სამ ფრონტზე იბრძოდა , წელს უკვე სეზონის დასრულებამდე ამდენი ხნით ადრე მხოლოდ ერთ ფრონტზეღა მოუწევს ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაში , რადგან ბუნდესლიგაში ჩემპიონობის შანსი ნულ პროცენტს უტოლდება.

"ბაიერნი" (მიუხენი) - "შალკე-04" (გელზენკიხერი) - 0:1 (0:1)

გოლი: რაულ (15)

"ბავარია": კრაფტი, ლამი, ბრენო, ტიმოშუკი (კროსი, 59), პრანიჩი, გუსტავო (ვან ბუიტენი, 82), შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი (კლოზე, 77), რიბერი, გომეში.

"შალკე": ნოიერი, უჩიდა, ჰევედესი, მეტცელდერი, სარპეი (შმიტცი, 82), კლიუგე, მატიპი, ანანი (პაპადოპულოსი, 89), ფარფანი, ხურადო (დრეკსლერი, 61), რაული

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 3 მარტი 2011 16:02
შაკლემ თასი უნდა მოიგოს აუცილებლად თორე ევროტურნირებს გარეთ რჩება
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (209)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა