დღის ახალი ამბები

90 მილიონი კვარაცხელიას სანაცვლოდ! - ხვიჩას პრემიერლიგური გუნდი იწვევს

90 მილიონი კვარაცხელიას სანაცვლოდ! - ხვიჩას პრემიერლიგური გუნდი იწვევს
15-07-2023, 16:55

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნიუკასლი" ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდება. Il Mattino-ს ცნობით, "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობა მზადაა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

"ხვიჩას მიმართ ყველანაირ შემოთავაზებას დე ლაურენტისი ბლოკავს, თუმცა ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია შემოთავაზებაზე. ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგური გუნდის წარმომადგენლები მზად არიან "პარტენოპეის" პრეზიდენტს სერია A-ს მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადონ" - წერს გამოცემა. 

რაც შეეხება დე ლურენტისის პოზიციას, არსებობს 2 ვარიანტი - ან დაბლოკავს ყველანაირ შეთავაზებას ან მოაწყობს ე.წ. აუქციონს, რადგან ფასი რაც შეიძლება მაღლა აწიოს. 

წყარო: sportall.ge




გაზიარება
მოინახულეს 2 628-ჯერ
კომენტარები
რეკლამა