Image

სირთულეები ჩემპიონებსაც ხვდებათ

ვიდეო 13-ოქტ, 17:219 admin 1613


















ჯგუფი А

როგორც ჩანს, აზერბაიჯანი ერთერთი იმ ადგილთაგანია, სადაც გუს ჰიდინკის ჯადოქრობა არ მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აქ მოგება ვერ მოახერხა ვერც რუსეთთან წინა წელს და ვერც თურქეთთან. უფრო მეტიც, თუ 2009 წელს რუსეთისთვის სატურნირო მდგომარეობის გადმოსახედიდან უმნიშვნელო თამაშიდან ითამაშეს (1:1), ახლა მათ რომელთაც სჭირდებოდათ გერმანელებისგან განადგურების შემდეგ(0:3) რეაბიტილირება, ქულები დაკარგეს, იქ სადაც ამას არ გეგმავდენ. აზერბაიჯანს გამარჯვება რაშად სადიროვის დარტყმამ მოუტანა (1:0).

თურქეთის ძირითად კონკურენტად მეორე ადგილისთვის ბრძოლაში - ბელგიელებმა და ავსტრალიელებმა -ამჯერად უხვგოლიანი ფრე ითამაშეს ანგარიშით (4:4).

როგორც იქნა, ჯგუფის უდავო ფავორიტი გერმანიის ნაკრები წარმატებით გამოდის კაზახსტანში (3:0). ტითო მიროსლავ კლოზემ და მარიო გომესმა და ლუკაშ პოდოლსკიმ გაიტანეს.

ჯგუფი В
სულ ერთი კვირის წინ რუსი გულშემატკივრები სატურნირო მდგომარეობას შპოთვით უყურებდემ , თუმცა დიკ ადვოკაატის გუნდის მოპოვებულმა ექვსმა ქულამ, თამაშებში ირლანდიასთან (3:2) და მაკედონიასთან (1:0), საშვალება მისცეს მას წინ გასულიყო. რათქმაუნდა გამართლებამაც თავისი როლი ითამაშა, რადგან მოულოდნელი იყო , რომ სლოვაკეტი ოქტომბერში ერთ ქულას მოაგროვებდა. მაგრამ თუ გავიხსენებთ რომ ვლადიმერ ვაისის ბიჭებმა რუსეთიდან სამი ქულა წაიღეს ერთი თვის წინ, რთულია უსამართლობაზე ლაპარაკი.

შთამბეჭდავია სომხეთის ნაკრების შედეგები, რომელმაც სლოვაკეთან მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ (3:1) ანდორა გაანადგურა (4:0).

ჯგუფი С
სირთულეები ჩემპიონებსაც  ხვდებათ

ამ ტურის ცენტრალური თამაში იტალიასა და სერბიას შორის არ შედგა.ეს ყველაფერი კი იმის გამო მოხდა რომ სერბი გულშემატკივრები ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ. თავიდან თამაში ნახევარი საათით გადაიდო, მაგრამ შემდეგ თამაშის დაწყების სასტვენის ხმა მაინც გაისმა. როგორც აღმოჩნდა დიდი ხნით არა, რადგან იმ ტრიბუნიდან სადაც სერბი გულშემატკივრები ისხდენ ფაიერებს ისროდენ. რეფერი კრეიგ ტომსონი იძულებული იყო თამაში შეეწყვიტა, რომელიც ამ საღამოს აღარ განახლებულა. ახლა კი უეფა განიხილავს საკითხს, როგორ მოიქცეს ურთულეს მდგომარეობაში.

ამასობაში სლოვენიელებმა გასვლაზე მოგება მოახერხეს ესტონელებთან (1:0),ფარერის კუნძულების გუნდმა კი პირველი ქულები მიიღო, ჩრდილოეთ ირლანდიასთან სახლში ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ (1:1).

ჯგუფი D

საფრანგეთი და ბელორუსია ამჯდერად სიურპრიზების გარეშე დაშორდენ სრულიად მოსალოდნელი მოგებების შემდეგ. «სამფერიანებმა»საკუთარ კედლებში ლუქსემბურგს მოუგეს კარიმ ბენზემასა და იოან გურკუფის ზუსტი დარტყმების წყალობით (2:0), ხოლო ბელორუსიამ იგივე ანგარიშით მოუგო ალბანეთს. თავი ვიტალი როდინოვმა და სერგეი კრივეცმა გამოიჩინეს.

ჯფუფი Е

ჰოლანდიის ნაკრები მოგებების სერიას აგრძელებს. ამ ჯერად მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორებმა შვედები დააჩოქეს (4:1), რომლის კარიც ორ-ორჯერ კლას-იან ჰუნტელაარმა დაიბრაჰიმ აფელლაიმ გაიტანა. სკანდინავიელებმა კი ძალა მხოლოდ ერთი გოლისთვის მოიკრიფეს რომელიც ანდრეს გრანკვისტის ანგარიშზეა.

უმნიშვნელოვანეს სამი ქულა ფინეთიდან უნგრეთმა წაიღო - 2:1. რომლებმაც გადამწყვეტი უპირატესობა უკვე დამატებულ დროში ბალაშ დჟუდჟაკის გოლით მიიღეს.

მოლდოვეთის ნაკრებმა სან მარინოში საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა - 2:0. წვლილი ამ გამარჯვებაში ნიკოლაი ჟონასმა დაიდო ,რომელმაც თამაში ანგარიში გახსნა.

ჯგუფი F

საბერძნეთი-ისრაელის თამაში გოლები მხოლოდ მასპინძებს გაჰქონდათ. მართალია ყველა გოლი მოწინააღმდეგის კარში არ გაუტანიათ რადგან ნიკოს სპიროპოლუსმა საკუთარი კარი აიღო.მაგრამ დიმიტრიოს სალიდის და გიორგიოს კარაგუნის პრობლემები გოლი მოწინააღმდეგის კარში გატანასთან არ შემნიათо (2:1).

მომდევნო შეხვედრაში ლატვია ძლივს გადაურჩა წაგებას საქართველოსთან. დავით სირაძეს გოლზე მასპინძლებმა პასუხის გაცემა მხოლოდ თამაშის ბოლოს შეძლეს ალექსანდრე ცაუნიას გოლით.

ჯგუფი G
სირთულეები ჩემპიონებსაც  ხვდებათ

ჩერნოგორიის ნაკრებმა სენსაია შემოგვთავაზა, რომელმაც «უემბლიზე» ფრედ (0:0) დაასრულეს თამაში. ინგლისელები დიდი ხანი და ზუსტად ცდილობდენ გაეტანათ გოლი მლადენ ბოჟოვიჩის კარში, თუმცა მეკარე ამ საღამოს შეუდარებელი იყო.

წაგებას უელსის ნაკრები აგრძელებს.ამჯერად შვეიცარიასთან სტუმრად ვერაფერი მოახერხეს (1:4). მხოლოდ გერეტ დეილი, რომლელიც იმ ერთადერთი გოლის ავტორი გახდა,ნამდვილად არ იყო საკმარისი იმისთვის , რომ სერიოზული დავალებები შეასრულონ.

ჯგუფი Н

როგორც ჩანს პორტუგალიის ნარები საბოლოოდ მოვიდა აზრზე. პაულუ ბენტუს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ . «ევროპელი ბრაზილიელები» გასვლაზე ისლანდიასთან იგებენ, რომელტანაც უბრძოლველად ქულასაც ვერ იღებს ვერავინ(3:1).

ამასთანავე დანიელებმა საკუთარ კედლებში კიპრს მოუგეს (2:0). ზუსტად ის კიპრი რომელმაც პორტუგალიიდან ქულა წაიღო ერთი თვის წინ (4:4).

ჯგუფი I

მსოფიოს ჩემპიონებმა ესპანეთის ნაკრებმა თავისი გულშემატკივრები შოტლანდიასთან გასვლით თამაშზე ანერვიულეს.მეორე ტაიმის დაწყებისას «წითელი ფურია» აკონტროლებდა სიტუაციას და მიყადა ანგარიში 2:0, მაგრამ სულ რაღაც ცხრა წუთში დაკარგა უპირატესობა, რადგან მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების საშვალება მისცეს. ჯერ კიდევ ბუნდოვანია როგორ დამთავრდებოდა თამაში, ვისენტე დელ ბოსკეს მჭიდში ფერანდო ლორენტე რომ არ ყოლოდა, რომელიც გამოვიდა შეცვლაზე და ისევ გაიტანა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ,ფეხით (3:2).

კიდევ ერთმა ფორვარდმა ტომაშ ნეციდმა მიიღო მონაწილეობა გოლის გატანით ჩეხების სტუმრად მოგებაში ლიხტენშტეინთან (2:0) .

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 13 ოქტომბერი 2010 18:05
კაი ინფოა :):):)
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა