ფალკაომ "პორტოსთან" კონტრაკტი გაახანგრძლივა

ვიდეო 15-ივლ, 09:079 bichikich 1704 0






“პორტოს” ფორვარდმა რადამელ ფალკაომ გუნდთან ახალ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და, შესაბამისად, ის “დრაგაოზე” 2015 წლამდე დარჩება. ახალი ხელშეკრულების თანახმად, თუ ვინმეს კოლუმბიელის ყიდვა მოუნდება, მაშინ მას 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ კლუბსა და ამ ქალაქში. ისინი მე ძალიან თბილად შემხვდნენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ, როდესაც პირველად აღმოვჩნდი პორტუგალიაში. მომავალი სეზონის დაწყებას მოუთნელად ველოდები, რადგან გუნდთან ერთად ახალი ტიტულების მოგებას ვაპირებ.” - განაცხადა ფალკაომ.
შეგახსენებთ, რომ ფალკაოთი ყველაზე მეტად ლონდონის “ჩელსი” იყო დაინტერესებული, რომელსაც ამჟამად “პორტოს” ყოფილი მწვრთნელი ანდრეს ვილაშ ბოაში წვრთნის. სწორედ მისი ინიციატივა იყო რადამელის ყიდვა. ფორვარდის შეძენა მადრიდის “ატლეტიკოსაც” სურდა. ისინი ფალკაოში აგუეროს შემცვლელს ხედავდნენ.
ფალკაომ ახალ კონტრაკტს არგენტინაში მოაწერა ხელი. ის კოლუმბიის ნაკრებთან ერთად “კოპა ამერიკაზე” ასპარეზობს. მათი მომავალი მეტოქე 1/4 ფინალში პერუს ნაკრები იქნება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018