Image

ეროვნული 2-0, U 19 ახალგაზრდული 3-1

ვიდეო 12-ნოე, 11:429 Sportnews 2334


სამწუხაროდ დღევანდელი დღე იშვიათი გამონაკლისია ქართულ ფეხბურთში. დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა გაგვახარეს და გულშემატკივრებს ორი გამარჯვება გვაჩუქეს.

პირველი შეხვედრა დღეს 19 წლამდელთა ნაკრებმა ჩაატარეს, მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები თურქეთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის საგზურისთვის იბრძვიან.

სტარტი მართლაც წარმატებული გამოვიდა, საქართველოს U 19 წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთის ნაკრები 3-1 დაამარცხეს. შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა.პირველი გოლი პოლონელებმა გაიტანეს, თანაფარდობა 10 წუთში აღდგა, როდესაც პავლოვსკიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.პირველი ნახევრის მიწურლს კი ქართველები ჭანტურიამ დააწინაურა. მესამე გოლი კი 76-ე წუთზე ლაშა პარუნაშვილმა გაიტანა.

საქართველო-პოლონეთი 3:1

საქართველო: ლეგაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, სანდოხაძე, ხოჭოლავა, ტვილდიანი (კ), გიგაური, ყაზაიშვილი, რეხვიაშვილი (კილასონია, 60), სხირტლაძე (პაპავა, 81), პარუნაშვილი (კიკნაველიძე, 87), ჭანტურია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
პოლონეთი: პავლოვსკი, ტადროვსკი, ფრუცი, პიეკარსკი (ბიჟევსკი, 71), ნალეპა (კ), დრევნიაკი, მილიკი, ზიელინსკი, ბაკი, პრზიბილკო, ვიკტორსკი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადისლავ ჟმუდა
გოლი: 0:1 პრზიბილკო (21), 1:1 პავლოვსკი (31, საკუთარ კარში), 2:1 ჭანტურია (41), 3:1 პარუნაშვილი (76).

ეროვნულმა ნაკრებმა კი მარტის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს, მართალია შეხვედრა ამხანაგური იყო და მეტოქედ არც ძლიერი ნაკრები გვყავდა, მაგრამ მოგება სასიხარულო და გასახარია. თანაც ორ ბურთიანი სხვაობით ბოლოს საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა.

ქართველებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ჯერ კობახიძემ თავური დარტყმით დააწინაურა საქართველო, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანით ანანიძემ გახადა ორ ბურთიანი ჰანდიკაპი. საქართველოს ნაკრებს შეეძლო შეხვედრა 3-0 მოეგო, მაგრამ გრიგალაშვილმა მეორე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

საქართველო 2-0 მოლდოვა
საქართველო: ლორია, გურამ კაშია, ხუბუტია (გრიგალაშვილი, 86), ამისულაშვილი, გრიგალავა, ხიზანიშვილი (ჯანელიძე, 86), ირაკლი მაისურაძე (განუგრავა, 53), ანანიძე (გორგიაშვილი, 58), კობახიძე, გელაშვილი (გურული, 64), დვალიშვილი (მოდებაძე, 56).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
მოლდოვა: გაიდუკოვიჩი, არმაში, ბულგარუ (პოტერნიკე, 85), ეპურიანუ, გოლოვატენკო, ბოლოხანი (კაშკავალი, 85), ივანოვი, ზმეუ (დოროში, 30), ჩებოტარი (პისლე, 78), ოვსიანიკოვი (კატანი, 67), სუვოროვი (ბუგაევი, 46).
მთავარი მწვრთნელი: გაბი ბალინტი
გოლები: 1:0 კობახიძე (36), 2:0 ანანიძე (39)


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Ditoo 12 ნოემბერი 2011 10:36
გაეტანა რა პენალი მაგარი იქნებოდა :X
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა