დღის ახალი ამბები

როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ქართულმა არასამთავროებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს

როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ქართულმა არასამთავროებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს
12-03-2021, 23:00

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს. 

ჭკადუა ომბუდსმენს მოუწოდებს დაინტერესდეს იმ ფეისბუქ პოსტებით, რომელიც ბასილაშვილის გამარჯვებას მოჰყვა. 

ადვოკატის მტკიცბით, თქმით, ირღვევა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ჯერჯერობით სასამართლოს ბასილაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ჭკადუა ამბობს, რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებით ომბუდსმენის აპარატი უნდა დაინტერესდეს.

ირმა ჭკადუა ასევე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე ორგანიზაციამ თბილისიდან, სპორტსმენის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.

"არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე, დამნაშავე. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად და მე მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ გამოყენებული იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა," - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ, 11 მარტს დოჰას საერთაშორისო ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა. დღეს კი ნახევარფინალურ შეხვედრაშიც იმარჯვა და ფინალში გავიდა.

წყარო: report.ge/




გაზიარება
მოინახულეს 2 823-ჯერ
კომენტარები
რეკლამა