ფეხბურთის ვიდეოები
ბაზელი 0 - 4 მანჩესტერ სიტი

საინტერესო მატჩი გამოდგა "ბაზელი" - "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება, რომელიც სტუმრების დიდი უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ პირველივე წუთებზე "ბაზელის" ფეხბურთელს 1-1ზე გასვლის შემდეგ შეეძლო ანგარიში გაეხსნა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.

აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ "ბაზელის" გოლკიპერის ძალიან ცუდი თამაში, რომლის შედეგადაც "მანჩესტერ სიტიმ" პირველივე ტაიმში ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, აქ "ბაზელს" ქონდა საშუალება ანგარიში შეემცირებინა, თუმცა ედერსონის გამორჩეულმა თამაშმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ 0 - 4 და დიდის ალბათობით "სიტი" შემდეგ ეტაპზეა !

წარმოგიდგენთ მატჩის გოლებს და მნიშვნელოვან მომენტებს.








კომენტარის დამატება