ჩხუბი ეროვნულ ლიგაში: კოლხეთის და სამტრედიის ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ [ვიდეო]

ფეხბურთის ვიდეოები / საქართველო 02-აპრ, 14:039 Sportsman 324 0






1-ელ აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს "სამტრედია" და ფოთის "კოლხეთი" დაუპირისპირდნენ.

მატჩი "კოლხეთის" გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

შეხვედრის ბოლოს, როდესაც ფეხბურთელები როგორც წესი ერთმანეთს ხელს ართმევენ, სამტრედიელთა გაბონელმა მცველმა, ქართველ ფეხბურთელ გიორგი კახელიშვილს ხელი რამდენჯერმე დაარტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ გაბონელი მცველის დარტყმამდე, გიორგი კახელიშვილი მას ფიზიკურად არ დაპირისპირებია.

ამ ფაქტის შესახებ ჯერ-ჯერობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უდავოა, რომ განელი ფეხბურთელი დაისჯება.

იხილეთ შემთხვევის ამსახველი ვიდეო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018