მომენტი გასული მატჩიდან, რის გამოც სალაჰმა შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიიღოს +[ვიდეო]

ფეხბურთის ვიდეოები / ინგლისი 30-აპრ, 22:289 Sportsman 2931 0






"ლივერპულის" ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი შესაძლოა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. მიზეზი კი გასული მატჩის ერთ-ერთი მომენტია, რა დროსაც სალაჰი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელ ბრუნო მარტინსს სახეში ურტყამს.

ეპიზოდი არ მოხვედრილა მსაჯის ჩანაწერებში, თუმცა დასრულებისთანავე ინტერნეტი ამ ეპიზოდის ამსახველმა ვიდეომ მოიცვა, რომელზეც გულშემატკივართა აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ სალაჰი გამიზნულად მოქმედებდა, ხოლო მეორე ნაწილი საპირისპირო აზრზეა. ჯერ-ჯერობით უცნობია ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის მოსაზრება ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ შესაბამისი სამსახურები მოკვლევას ძალიან მალე დაიწყებენ..

იხილეთ ეპიზოდის ამსახველი ვიდეო მასალა და თავად გადაწყვიტეთ, ეკუთვნის თუ არა მოჰამედ სალაჰსს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018