I არხის კომენტატორი: საერთოდ არ ვნანობ, რაც რუსეთის ნაკრებზე ვთქვი

ფეხბურთის ვიდეოები / 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 10-ივლ, 17:509 Sportnews 5932 0






საერთოდ არ ვნანობ, რაც გავაკეთე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში პოლიტიკის მიღმა ტარდება და მართლა საფეხბურთო ცხოვრებით დაიმსახურა ქვეყანამ… კონკურენტად ჰყავდა ინგლისი, – განაცხადა “პირველი არხის” კომენტატორმა ლევან ღუდუშაურმა გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” მის მიერ ხორვატია-რუსეთის მატჩის დროს ნათქვამი ფრაზის კომენტირებისას.

“ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა უფრო იყო. უცხო არ არის, რომ ვგულშემატკივრობდი რუსეთის წინააღმდეგ, ხორვატიის ნაკრებს. ამას ვაღიარებ და საერთოდ არ ვნანობ, რაც გავაკეთე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში პოლიტიკის მიღმა ტარდება და მართლა საფეხბურთო ცხოვრებით დაიმსახურა ქვეყანამ…”, – განაცხადა ლევან ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ როდესაც ხორვატებმა ბოლო თერთმეტმეტრიანი დარტყმა გაიტანეს და რუსები მსოფლიო ჩემპიონატს გამოთიშეს, ლევან ღუდუშაურმა ასეთი ფრაზა თქვა: შიგ კრემლშიი…

წყარო: metronome.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018