Image

ბენზემა აღარ ჩერდება! - "რეალმა" "ლეგანესი გაანადგურა ( + ვიდეო )

ფეხბურთის ვიდეოები / ესპანეთი 02-სექ, 11:099 Sportnews 137


ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მადრიდის "რეალმა" "ლეგანეს" უმასპინძლა და გამანადგურებელი სხვაობით 4-1 დაამარცხა.

ბრწყინვალე ფორმაში არიან გუნდის ლიდერები კარიმ ბენზემა და გარეტ ბეილი. ფრანგმა დუბლი შეასრულა, უელსელმა კი ერთი გოლი მიითვილა.

აღსანიშნავია, რომ კარიმ ბენზემას უკვე 4 გოლი აქვს გატანილი ლა ლიგაში და ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს, მეორე ადგილზე კი გარეტ ბეილი.

ჯერ-ჯერობით "რეალს" კრიშტიანუ რონალდუს წასვლა ნამდვილად არ ეტყობა.

რეალი - ლეგანესი 4:1

გოლები: 1:0 ბეილი (17), 1:1 კარილო (24, პენ), 2:1 ბენზემა (48), 3:1 ბენზემა (61), 4:1 სერხიო რამოსი (66, პენ)

რეალი: კურტუა, სერხიო რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, მოდრიჩი (ისკო 62), კროსი, კაზემირო, ასენსიო (სებალიოსი 78), ბენზემა, ბეილი (ვასკესი 85)

ლევანტე: კეულარი, სიოვაცი, ხუანფრანი, სილვა, ბუსტინზა, ელ ზარი (ელ ნესირი 70), პერესი, ერასო (ვესგა 69), გუმბაუ, სანტოსი (როლანი 81), კარილო


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (317)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა