საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მეორე მატჩიც გამარჯვებით დაასრულა +[ვიდეო]

ფეხბურთის ვიდეოები / საქართველო 09-სექ, 22:029 Sportsman 1011 0






საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრა "დინამო არენაზე" "ლატვიას" სძლია და ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, რითიც ჯგუფში პირველი ადგილის მთავარი კანდიდატი გახდა.

ჩვენმა ნაკრებმა თორნიკე ოქრიაშვილის პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლის წყალობით ლატვიელებს სძლიეს. მთელი მატჩის განმავლობაში ქართველები ნომინალურ უპირატესობას ფლობენ, თუმცა ლატვიელების რამდენიმე კარგი ეპიზოდი ნამდვილად უნდა ავღნიშნოთ..

პირვლი ტაიმი - აშკარად ქართველების უპირატესობით დაიწყო. ლატვიელები მთელი გუნდით თავს იცავდნენ, რამაც შედეგი გამოიღო და პირველი ნახევრი უგოლოდ დასრულდა.
იგივე შეიძლება ითქვას მეორე ტაიმზეც, თუმცა მეორე ნახევარში ლატვიელები შედარებით ორგანიზებულად გამოიყურებოდნენ. ჩვენს თანამემამულეებს ქონდათ რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი გოლის გასატანად, თუმცა იღბალი დღეს ჩვენსკენ არ იყო.

ნაკრების შემდეგი მეტოქე ანდორაა, რომელსაც ასევე თბილისში დავუპირისპირდებით.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018