ეროვნულ ლიგაში საოცრებები ხდება: სამტრედია - დილას მატჩში ბოლო 15 წუთში 4 გოლი გავიდა

ფეხბურთის ვიდეოები / საქართველო 14-სექ, 19:249 Sportsman 71 0






დღეს 14 სექტემბერს ეროვნული ლიგის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს "სამტრედია" და "დილა" დაუპირისპირდნენ. მატჩი გორელების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა სამტრედიელების ძალისხმევით ბოლო წუთებში ანგარიში გათანაბრდა და იყო შანსი იმისაც, რომ თამაში ფრედ 3:3 დასრულებულიყო.

რომ არა გორელების მეკარის შეცდომა, ალბათ 14 წუთში 4 გოლიც არ გავიდოდა. როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 2:3 იყო, გორელთა მეკარემ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს მატჩის ფრედ დასრულების საშუალებაც მისცა.

"დილას" ფეხბურთელების ბოლო წუთებზე ბრძოლამ კი შედეგი გამოიღო და მათ მეტოქის კარში 2 გოლის გატანაც მოახერხეს..

საბოლოოდ, "დილა" კვლავ ეროვნული ლიგის მე-3 ადგილზე იმყოფება და მათი მომავლაი მეტოქე "რუსთავი" იქნება. მატჩი 23 სექტემბერს შედგება.

რაც შეეხება სამტრედიელებს, მათ ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 13 ქულა აქვთ და ბოლოდან მე-2, მე-9 ადგილზე არიან. მათი მომავალი მეტოქე "ჩიხურა" იქნება. მატჩი 24 სექტემბერს შედგება.

"სამტრედია" - "დილა"

გოლები:

სამტრედია : 60' ბექა ტუღუში, 81' გიორგი ერისთავი (პენ), 85' ჯაბა ლიპარტია.

დილა : 28' მიკოლა კოვტალუკი, 47' ლეანდრო რიბეირო, 90' გაირა ჯოოფი, 90' მიკოლა კოვტალუკი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018