რა უთხრა პიკემ გასახდელის გვირაბში მსაჯს - ვიდეო, რომელიც მსაჯის შეცდომას ცხადყოფს

ფეხბურთის ვიდეოები / ესპანეთი 24-სექ, 21:599 Sportsman 1226 0






გუშინ, 23 სექტემბერს ლა ლიგის 2018/19 წლების მე-5 ტურის მატჩი გაიმართა სადაც კატალონიელებმა საკუთარ კედლებში "ჟირონას" უმასპინძლეს.

შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლოს, მატჩის მთავარმა არბიტრმა ხილ მანსანომ მასპინძლებს ცენტრალური მცველი გაუძევა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოყვა. ყველაფერს კი პიკეს და მსაჯის გაშიფრული დიალოგი უძღვის, რომელშიც შემდეგი საუბარი მიმდინარეობდა.


პიკე : შენ რა, მართლა ფიქრობ, რომ ეს მან განძრახ გააკეთა?

მსაჯი: მისმინე, მან ეპიზოდის ბოლო იდაყვი მოიქნია და ეს ყველამ კარგად იცის. გამეორებაზე ყველაფერი ნათლად დავინახეს.

პიკე: ხო... ისტორია ყველაფერზე მეტყველებს

პიკეს ეს სიტყვები მსაჯისადმი იყო განკუთვნილი და მას წარსულში "ბარსელონას" საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მიანიშნებდა. როგორც ცნობილია, შეხვედრის ბოლოს უკმაყოფილო არგენტინელმა ლეო მესიმ მატჩის მთავარ არბიტრს პროტესტის ნიშნად ხელი არ ჩამოართვა.

ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელმა, რომელსაც კატალონიელთა მცველმა იდაყვი ჩაარტყა შემდეგი რამ განაცხადა :

" მან იდაყვი ნამდვილად ჩამარტყა, მაგრამ ეს არც მისი და არც ჩემი ბრალი არ იყო. ეს უბრალო სათამაშო ეპიზოდი იყო. "

გულშემატკივრების დიდი ნაწილი კი ვიდეო გამეორებას აზიარებს და წერს, რომ მსაჯები კატალონიელებს კვლავ ჩაგრავენ..



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018