Image

ჩაკვეტაძეს გოლი და საგოლე გადაცემა - ქართველს ბელგიაში ვეღარ აჩერებენ [ + ვიდეო]

ფეხბურთის ვიდეოები / საქართველო 05-დეკ, 10:479 Sportnews 1254


გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიაში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. მისმა გუნდმა „გენტმა“ შეხვედრა მოიგო, 19 წლის ქართველი კი ორი საგოლე შეტევის მონაწილე გახდა.

ეს ბელგიის თასის 1/8-ფინალში მოხდა, სადაც „გენტი“ „ბერსხროტს“ მასპინძლობდა და 3:0 დაამარცხა.

ანგარიში უკრაინელმა რომან იარემჩუკმა მე-18 წუთზე გახსნა. 43-ე წუთზე კი სიგურდ როსტედმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. მას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაეხმარა – გიორგის გადაცემის შემდეგ „გენტის“ ნორვეგიელი ფეხბურთელი კარს მიუახლოვდა და ზუსტად დაარტყა.

საბოლოო ანგარიში 90+1 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა დააფიქსირა. ჩაკვეტაძე მცველს გაცდა, „ბერსხროტის“ მეკარეს, შორეულ კუთხეში ეფექტურად გაუტანა და „გენტმა“ 3:0 გაიმარჯვა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (161)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა