საჭირო ინფორმაცია, რომელიც იტალია Vs საქართველოს შესახებ უნდა ვიცოდეთ

რაგბის ვიდეოები / რაგბი 07-ნოე, 13:169 Sportnews 954 0






საქართველოს რაგბის ნაკრები ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ძალიან მალე ჩაატარებს, ჩვენი ნაკრები სტუმრად იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა მკაფიოდ დაგვანახებს რამდენად მზად ვართ თუ არა "ექვსი ერისთვის".

ჩვენ თუ აღნიშნიშნულ ტურნირზე თამაში გვინდა, სწორედ იტალიასთან უნდა დავამტკიცოთ, რომ ამის ღირსები ვართ. "ბორჯღალოსნებს" ძალიან პრინციპული შეხვედრა ელოდებათ.

აღნიშნულ მატჩამდე ვეცდებით მოგაწოდოთ ის მცირე, მაგრამ ძალიან საჭირო ინფორმაცია. პირველ რიგში გეტყვით, რომ შეხვედრა 10 ნოემბერს საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩი ქალაქ ფლორენციაში გაიმართება.

შემდეგ უკვე მოგახსენებთ, რომ შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია ორ ქართულ არხზე გადაიცემა. მატჩის ყურება ტელეკომპანია "იმედზე" და "რაგბი TV"-ზე შეგეძლებათ.

აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ თბილისში შეხვედრისთვის იგეგმება სპეციალური შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ქართველ გულშემატკივარს ექნება საშუალება დიდ ეკრანზე იხილოს მატჩი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018