დღის ახალი ამბები

ერიქსენის აგენტი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ერიქსენის აგენტი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
12-06-2021, 21:35

დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი მატჩის მიმდინარეობისას მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც მატჩი შეჩერდა.

პირდაპირი ეთერის დროს თვალსაჩინო იყო, რომ მას გულის შეტევა ქონდა. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია დანიელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ერიკსენი ცოცხალია.

ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა.

დანიის ნაკრების ლიდერის აგენტის თქმით, იგი ფეხბურთელის მამას ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ 29 წლის ფეხბურთელს დამოუკიდებლად სუნთქვა და საუბარი შეუძლია.




გაზიარება
მოინახულეს 2 126-ჯერ
კომენტარები
რეკლამა