ლიმპიურ ჩემპიონსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.
ადვოკატებმა პროცესზე 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შუამდგომლობა დააყენეს. ამასთან, ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
პროცესზე ზვიადაურმა თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს:
"თავს არ ვცნობ დამნაშავედ, მანდ რაც წერია, ასე არ იყო... დანარჩენს ადვოკატები იტყვიან", - თქვა ზვიადაურმა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობით დღეს, ჩატარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ზვიადაურს ხვალ დაღუპული ძმის დაკრძალვაზე დასწრება სურს, რაც პატიმრის სტატუსით არის შესაძლებელი.
გამოძიების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი.
ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ჯანგირაშვილის - 3 წლამდე პატიმრობა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ზვიადაური განზრახ არ მოქმედებდა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მოტივით ისროდა.
წყარო: formulanews.ge
ზურაბ ზვიადაურს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
18-08-2021, 23:14
---
გაზიარება
მოინახულეს 9 305-ჯერ
კომენტარები

03-10-2023 14:38
136
ტუისოვას 7 წლის შვილი გარდაეცვალა - იგი ნაკრების შეკრებას არ დატოვებს
ვრცლად

03-10-2023 13:08
855
ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
ვრცლად

02-10-2023 09:57
665
რუდი გარსია "რეალთან" მატჩამდე კომენტარს აკეთებს
ვრცლად

02-10-2023 08:19
4 409
როდის და რომელ არხზე იქნება ნაპოლი-რეალის შეხვედრა ?
ვრცლად