დღის ახალი ამბები

15 წლის ქართველი ძიუდოისტი ტრაგიკულად დაიღუპა

15 წლის ქართველი ძიუდოისტი ტრაგიკულად დაიღუპა
28-01-2021, 17:54

15 წლის ქართველი ძიუდოისტი – ვალერი ერკოშვილი 27 იანვარს ტრაგიკულად დაიღუპა. დიდი მომავლის მქონე ძიუდოისტის გარდაცვალების მიზეზი ავარიაა, მას მანქანა დაეჯახა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვალერი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, გასული წლის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებული და პერსპექტიული ახალგაზრდა იყო.
“მისი გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და დანაკლისია. ის მხოლოდ 15 წლის იყო. გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.” – წერს ძიუდოს კლუბი “შილდა”.

ჩვენი რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.




გაზიარება
მოინახულეს 923-ჯერ
კომენტარები
რეკლამა