"აიაქსი" 1:1 "მილანი"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 29-სექ, 11:439 kaka-ika 1914


მატჩს დიდ ინტერეს სძენდა ის ფაქტი, რომ "მილანის" შემადგენლობაში თამაშობდნენ წარსულში "აიაქსის" ლიდერები - ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კლარენს ზეედორფი. სწორედ ამ ფეხბურთელებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი მატჩში. ანგარიში ამსტერდამელებმა გახსნეს, ლუის სუარესმა საჯარიმოში შეიჭრა, ალესანრო ნესტას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და პასი ელ ჰამდუის მიაწოდა, რომელმაც საჯარიმოში კარგად მობრუნდა და გოლიც გაიტანა. აბიატი უძლური აღმოჩნდა. ამის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა რობინიო, რომელსაც შეეძლო მეკარის მოტყუება, მარჯვნივ/მარცხნივ ბურთის გაგდება, თავზე გადაგდება, თუმცა მა არცერთი არ გააკეთა და პირდაპირ კარისკენ დაარტყა, რაც იმით დასრულდა რომ ბურთმა სტეკელემბურგის კარს აცდა. ამ მომენტის შემდეგ გაიბრწყინეს სწორედ ზეედორფმა და იბრაჰიმოვიჩმა. ზეედორფმა ფლანგიდან შევიდა და ბრწყინვალე პასი გაკუეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც ბურთი მკერდზე მიიღო და გახვრიტა სტეკელემბურგი.

მეორე ტაიმიც ორივე გუნდის შეტევებით დაიწყო. ამსტერდამის რიგებიდან ლუის სუარესს ჰქონდა შანსი, გაეტანა გოლი, თუმცა მიზანს მცრირე მაძილით ააცილა. შანსი ასევე ჰქონდა "მილანის" რიგებიდან შეცვლაზე შმოსულს, კევინ პრინც ბოატენგს, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა გაეტანა გოლი. იბრაჰიმოვიჩის პასის შემდეგ განელმა დაარტყა ფლანგიდან და კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი ტეკელემბურგმა. მატჩის დასასრულს კლარენს ზეედორფი მოედნიდან გაიყვანა ალეგრიმ, ჰოლანდიელი კი ტაშის და ოვაციების თანხლებით გააცილეს მოედნიდან. მატჩი 1:1 დასრულდა.

აიაქსი-მილანი 1-1 (1-1)

აიაქსი: სტეკელენბურგი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ანიტა (სულეიმანი 38), ვან დერ ვილი, დე ზეუვი (ლინდგრენი 79), ენო, დე იონგი, ემანუელსონი, სუარესი, ელ ჰამდაუი.

მილანი: აბიატი, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა, ანტონინი, პირლო, გატუზო, ფლამინი (ბოატენგი 52), ზეედორფი (აბატე 85), რობინიო (ინძაგი 85), იბრაჰიმოვიჩი.

გოლები: 1-0 ელ ჰამდაუი (23), 1-1 იბრაჰიმოვიჩი (37).

გაფრთხილება: რობინიო (39), ფლამინი (40), ენო (54), ძამბროტა (59), გატუზო (65), ანტონინი (68).

ქულები:

რეალი: 6
მილანი: 4
აიაქსი: 1
ოსერი: 0






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 29 სექტემბერი 2010 20:45
goga,
გეთანხმები იმსახურებდა :):):)
საერთო ჯამში მაინც დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს ეს შედეგი ორივე გუნდისთვის
kaka-ika 29 სექტემბერი 2010 17:01
goga,

რა ? - თამაშს უყურე ვაფშე ?? angry wink
Black And White 29 სექტემბერი 2010 16:34
მაგარი სტადიონია
Sportnews 29 სექტემბერი 2010 15:33
აიაქსი მოგებას იმსახურებდა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (122)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი