<<>>

მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 29-სექ, 15:039 kaka-ika 3777


"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, "ოსერთან" მოგებული მატჩის შემდეგ პრესოკონფერენცია გამართა.

"ჩვენ ის თამაში რომელიც გვუსრდა გვეთამაშა, ვერ ვითამაშეთ. ძალიან რთულია თან ბურთი გააკონტროლო ცენტრში და მოიგერიო მეტოქის კონტრშეტევები. ბევრი მომენტი არ გვქონია, თუმცა კმაყოფილი ვარ. ამ სიტუაციაში მთავარი არის სამი ქულა."

"ჩვენ პირველი ტაიმი კარგად ვერ ჩავატარეთ, იყო ეპიზოდები სადაც ფრანგები გვჯობნიდნენ. მეორე ტაიმში ცვლილებები განვახორციელე და ყველაფერი კარგად დამთავრდა, ჩვენ თამაში მოვიგეთ."

"მესუთ იოზილის მოედანზე გაყვანა, უკვე თამაშის დაწყებამდე მქონდა გადაწყვეტილი. მე მას კარგად ავუხსენი რა უნდა გაეკეთებინა მოედანზე შესვლის შემდეგ. მესუთმა ესპანური არ იცის, თუმცა ის მაინც ხვდება, თუ რის გაკეთებას ვთხოვ მე მას."

"რაც შეეხება მატჩის ბოლოს გატანილ გოლს. დი მარიამ აშკარად ჩაერთო თამაშში აქტიურად და გამარჯვების გოლიც გაიტანა. ასეთ სიტუაციაში ეს მისი მეორე გოლია უკვე. რაც მთავარია ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ."



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (57)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (652)
სიტი-რეალი