ძამბროტა ნაკრებში დააბრუნეს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 04-ოქტ, 22:429 kaka-ika 2784


იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ, "მილანის" ვეტერანი მცველი ჯანლუკა ძამროტა ისევ გაიხსენა. 33 წლის ფეხბურთელი კვლავ მოირგებს ეროვნული ნაკრების მაისურს.

12 და 14 ოქტომბერს სკუადრა აძურა ევროსაკვალიფიკაციო მატჩებს გამართავს. აქამდე ჯანლუკას ნაკრებში არ იძახებდნენ, დავიდე სანტონის გამო. სანტონიმ დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა ამჯერად ის ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდს ეხმარება და მწვრთნელმა ისევ დაბრუნა ვეტერანი ფეხბურტელი ნაკრებში.

ძამბროტამ აქამდე სულ 97 მატჩი ჩაატარა ნაკრებში. ის 1999 წლის შემდეგ ითვლება იტალიის ნაკრების წევრი. 2006 წელს როდესაც მარჩელო ლიპი გახლდათ ნაკრების მწვრთნელი, ამ ფეხბურთელს არ ქონდა პრობემა შემადგენლობაში მოხვედრისთვის. იტალიამ როცა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ძამროც ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ ნაკრებისა.

ჩეზარე პრანდელის 23 კაციანი შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: ანტონიო მირანტე, სალვატორე სირიჯუ, ემილიანო ვივიანო.

მცველები: მატია კასანი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, დომენიკო კრიჩიტო, ჯანლუკა ძამბროტა, დანიელე გასტალდელო, ჩეზარე ბოვო, უკა ანტონელი.

ნახევარმცველები: ანდრეა პირლო, დანიელე დე როსი, ანჯელო პალომბო, ანდრეა ლაზარი, კლაუდიო მარკიზიო, სტეფანო მაური, სიმონე პეპე.

თავდამსხმელები: მარკო ბორიელო, ანტონიო კასანო, ალბერტო ჯილარდინო, ჯამპაოლო პაცინი, ჯუზეპე როსი.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 4 ოქტომბერი 2010 23:09
მეკარეები ესენი ვინ არიან :(:(:(მცველები ბევრი ახალი ყავთ
kaka-ika 4 ოქტომბერი 2010 22:45
ჯენარო გატუზო არსად ჩანს



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (255)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი