<<>>

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებამ ახალი მტკიცებულებები მოიპოვა - შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სისხლიანი ქვები​

--- 19-ივლ, 15:019 Sportnews 413
image



გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებებია. გამომძიებლებმა არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვები იპოვეს, რომელსაც სისხლის კვალი აქვს.

ეს მტკიცებულებები სამართალდამცველებმა მორიგი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოიღეს, რომელიც ვახო ახვლედიანთან ერთად ჩატარდა.

ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ გაიყვანეს. პოლიციას ის ადგილი აინტერესებდა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, სადაც ახვლედიანი დაიმალა და სადაც გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.

ვახო ახვლედიანის ადვოკატის განცხადებით, ქვაზე შესაძლოა იყოს სისხლი და ეს სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ვახო ახვლედიანს ეს ქვა თავდაცვის მიზნით ეჭირა.

ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით კი, ვახო ახვლედიანი გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მივა.

"ამოღებულია ქვა, ვახომ სწორედ იმ ქვაზე მიუთითა, რომელიც მას თავდაცვის მიზნით ეჭირა. არა მგონია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ უნდა მივიდეს გამოკითხვაზე და თუ ეს მოხდება, აუცილებლად უნდა იყოს იქ მაგისტრი მოსამართლე,"- განაცხადა კახა წერეთელმა.

წყარო: resonancedaily.com


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (72)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (649)
სიტი-რეალი