შესაძლოა კასანომ "სამდორია" დატოვოს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 01-ნოე, 21:439 kaka-ika 2736


იტალიური “სამპდორიასა” და ჯერ კიდევ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ანტონიო კასანოს გზები, სავარაუდოდ, მალე გაიყრება. აღნიშნულ ინფორმაციას ფაქტობრივად ყველა იტალიური გამოცემა ავრცელებს.

აპენინური პრესის ცნობით, გენუელები მზად არიან ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტონ და მას თავისუფალი აგენტის სტატუსი მისცენ. ამის მიზეზი კასანოსა და კლუბის პრეზიდენტს, რიკარდო გარონეს შორის ურთიერთობის გაფუჭებაა. “გენუას” პრეზიდენტი კასანოზე მას შემდეგ გაბრაზდა, რაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე მისვლაზე, შემდეგ კი ბოდიშის მოხდაც არ იკადრა.

ბუნებრივია, კასანოს დონის ფეხბურთელზე ამგვარი ცნობების გავრცელების პარალელურად, იმ კლუბების სახელებმაც გაიჟღერა, რომლებშიც, შესაძლოა, ანტონიომ კარიერა განაგრძოს. თავად ფეხბურთელი უარყოფს “მილანთან”, “ინტერთან” და “იუვენტუსთან” კონტაქტს, ყოფილ კლუბ “რომასთან” დაკავშირებით კი შემდეგს აცხადებს: "რომაში" დაბრუნება? ახლა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. შემიძლია გითხრათ, რომ “სამპდორიაში” ბედნიერი ვარ."




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 1 ნოემბერი 2010 21:57
აუ კასანო მაგარი ტავასხმელია
Eke 1 ნოემბერი 2010 21:45
აგდებენ ანუ გუნდიდან რა,კაი თადასახმეია მარა მაგარი არასტაბილური ადამიანი რა



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (255)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი