ვაარტს ტრავმა აღარ აწუხებს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 02-ნოე, 16:579 kaka-ika 1638


"ტოტენჰემის" ლიდერს, რაფა ვანდ ერ ვაარტს, ტრავმა აღარ აწუხებს და ის მზადაა, მიიღოს მონაწილეობა "ინტერთან" მატჩში. სამედიცინო შემოწმებამ ვან დერ ვაარტს მუხლის მყესის მცირე დაზიანება დაუდგინა, რომელიც ფეხბურთელს თამაშში ხელს არ შეუშლის და ამასთან, ტრავმის გართულების შესაძლებლობაც გამოირიცხა. დღეს ჰოლანდიელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც და ის მზადაა "ტოტენჰემს" "ინტერთან" დაპირისპირებაში დაეხმაროს.

"ინტერის" წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება ტომ ჰადლსტოუნიც, რომელმაც დაშავებული ფეხის კუნთი სრულად მოიშუშა. ამის მიუხედავად, "მამლები" მომავალ მატჩს მაინც სოლიდური დანაკლისით ხვდებიან. ტრავმების გამო ლედლი კინგი, ვედრან ჩორლუკა, მაიკლ დოუსონი, ჯეიმი ოჰარა და ჯონათან ვუდგეიტი ვერ ითამაშებენ, ხოლო გუნდის ძირითადი კიპერი ეურელიო გომესი დისკვალიფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ "ინტერსა" და "ტოტენჰემს" შორის 2 კვირის წინათ "სან სიროზე" გამართული დაპირისპირება იტალიურმა კლუბმა 4:3 მოიგო. "ნერაძურის" მიერ პირველ ნახევარში გატანილ ოთხ გოლს, "მამლებმა", რომლებიც მე-8 წუთის შემდეგ კაცნაკლულნი თამაშობდნენ, მეორე ტაიმში გარეტ ბეილის ჰეთ-თრიკით უპასუხეს.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:
















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 2 ნოემბერი 2010 16:58
ეს ტუ სიმართლე ზალიან კარგია



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (38)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)