დღის ახალი ამბები

"ქუჩაში მარტო გადაადგილება უჭირს, ქუჩაში მოხდა ეს ინციდენტი რომ.."

"ქუჩაში მარტო გადაადგილება უჭირს, ქუჩაში მოხდა ეს ინციდენტი რომ.."
20-03-2021, 15:23

„ტვ პირველთან”საუბრისას, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველმა, ანა არგანაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქუჩაში მარტო გადაადგილება უჭირს.

„ძალიან საშიში ველია ეს. ამ წუთშიც ის არის ძალადობის მსხვერპლი საზოგადოების მხრიდან. გუშინწინ მოხდა ინციდენტი ქუჩაში მის წინააღმდეგ. ის ქუჩაში მარტო ვერ დადის ზუსტად იმიტომ, რომ ხალხის მობილიზაცია მოხდა და სოციალურ ქსელებში არის მოწოდებები, რომ მასზე იძალადონ… მივცეთ მას თავის გადარჩენის საშუალება სასამართლოს გზით. ნელის იძულება ხდება, რომ მან დაიცვას თავი და გადაირჩინოს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არამედ ფიზიკური ძალადობისგან ქუჩაში…“




გაზიარება
მოინახულეს 3 995-ჯერ
კომენტარები
რეკლამა