დღის ახალი ამბები

საქართველო - ესპანეთი | ყველაფერი რაც ბილეთების შეძენასა და დასწრებაზე გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ

საქართველო - ესპანეთი | ყველაფერი რაც ბილეთების შეძენასა და დასწრებაზე გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ

24 მარტს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება.

გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას:

“ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩის, საქართველო – ესპანეთის, ბილეთების გაყიდვა, 24 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.

Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 51015 და 25 ლარია.

საქართველო – ესპანეთის მატჩზე ბილეთების შესაძენად და შეხვედრაზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს.
მატჩის დასრულების შემდეგ, 29 მარტის 01:00 საათამდე, თბილისის მერიის უზრუნველყოფით, ქალაქის მასშტაბით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  • ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა
  • ბილეთის შეძენისას აუცილებელია მითითებულ იქნას ყველა მფლობელის პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობ. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). ინფორმაციის შეყვანა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით.
  • მითითებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა გადაადგილების საშვი, რომელიც 29 მარტის 01:00 საათამდე იმოქმედებს.
  • ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს იმ ავტომობილის მონაცემები, რომლითაც თამაშის დღეს გადაადგილდება.
  • მატჩის დღეს გადაადგილების საშვზე დასტურს გულშემატკივარი მითითებულ ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს
  • გადაადგილების საშვის გამოსაყენებლად ყველა გულშემატკივარმა თან უნდა იქონიოს პირადი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან დაბადების მოწმობა)
  • აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა
  • ყველა არსებული რეგულაცია ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც
  • ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს
ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მატჩის მასპინძელ სტადიონზე დროულად მობრძანდნენ.
  • სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან
  • სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი
  • სტადიონის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი
  • სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება
  • სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი
  • რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა სტადიონის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების მატჩი 28 მარტს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: სტადიონზე ყოფნის განმავლობაში მოგიწოდებთ, დაიცვათ და გაითვალისწინოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია. ასევე უცვლელი რჩება სტადიონზე ქცევის წესები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.”





გაზიარება
მოინახულეს 1 247-ჯერ
კომენტარები
რეკლამა