დღის ახალი ამბები

ვინ არის ნინა, რომელიც დღევანდელი გამარჯვებას მერაბთან ერთად აღნიშნავდა?

ვინ არის ნინა, რომელიც დღევანდელი გამარჯვებას მერაბთან ერთად აღნიშნავდა?
15-09-2024, 12:06

ნინა ცნობილი გახდა თავისი საავტორო გადაცემა "ნინა დრამის" საშუალებიT, მისი სრული სახელი და გვარი ნინა-მარი დანიელეა , იგი დაიბადა 1988 წლის 27 დეკემბერს. მისი პირადი ცხოვრების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია, როგორც თავად ამტკიცებს მან ჰარვარდი დაამთავრა.

ნინამ თავისი გადაცემებით, "ნინა დრამათი" MMA-ს სამყაროში დიდი ადგილი დაიკავა, მისი ინტერვიუები ცნობილ სპორტსმენებთან ყოველთვის სანახაობრივი და საინტერესოა. ნინას უყვარს თავის ინტერვიუებში საუბარი საჭმელებზე, მოდაზე, რომანტიკაზე. ის მებრძოლებს ისეთ კითხვებს უსვამს, რომელსაც როგორც წესით მათ არავინ ეკითხება.

აღსანიშნავია, რომ ნინა საკმაოდ ექსცენტრიულია და სწორედ ამის წყალობით მოიპოვა მან დიდი პოპულარობა. ნინას და მერაბის კარიერია თითქმის ერთდროულად განვითარდა, სპორტსმენი და ჟურნალისტი ჯერ კიდევ მაშინ დამეგობრნენ როდესაც MMA-ს სამყაროში ფართოდ არ იყვნენ ცნობილები.

დღეს ნინა და მერაბი კარგი მეგობრები არიან, მათი ინტერვიუები ყოველთვის გამორჩეულია, როგორც წესი ნინას და მერაბის ინტერვიუ ძალიან სახალისოა და ქართველი გულშემატკივარიც დიდი სიამოვნებით ელოდება ყოველ ახალ ეპიზოდს.

დღევანდელი ბრძოლის წინ ნინა დრამაში მერაბი ორჯერ იყო მიწვეული , დღევანდელი გამარჯვების შემდეგ კი ნინამ მერაბს შემდეგი სიტყვებით მიმართა: 

"მერაბ შენ ჩვეულებრივი არ ხარ! შენ ჩემპიონი ხარ!" 


ამ ეტაპზე ნინა და მერაბი კარგი მეგობრები არიან. 




გაზიარება
მოინახულეს 20 819-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. „დიდი სირცხვილია! აეროპორტში არავინ დახვდა და ავტობუსით დაბრუნდა სახლში... თუ ვინმე ფიქრობთ, ვახტანგი ხვიჩაზე, ბუდუზე, მამარდაზე, ბექაურზე და კიდევ სხვებზე ნაკლებია, ცდება!“ - ჟურნალისტის ემოციური და მწვავე მიმართვა
  2. როგორ აპოვნინა საშინელმა ტრაგედიამ ლიონელ მესის თავისი ცხოვრების მთავარი ქალი – მეგობრობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა
  3. "როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - დევიდ ბექჰემი
  4. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  5. ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
რეკლამა