საფრანგეთში გამართულ გრან-პრიზე ძალიან წარმატებულად იასპარეზეს თავისუფალ სტილის მოჭიდავეებმა.
ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 9 მედლის მოპოვება შეძლეს და საქართველოში ნამდვილად ხელდამშვენებული დაბრუნდებიან. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ ჩვენმა მოჭიდავეებმა საფრანგეთი "გაძარცვეს".
ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ლადო ხინჩგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) ანრი დეგლანის სახელობის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ვერცხლის მედლებს დავით ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) დასჯერდნენ.
ტლაშაძემ ნახევარფინალში მიღებული ფეხის ტრამვის გამო ვეღარ შეძლო ოქროს მედლისათვის ასპარეზობა, მაჭარაშვილმა ფინალური შეხვედრა დათმო ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკელ კაილ სნაიდერთან.
ოქროს მედლის მოპოვება კი ოთხმა ქართველმა შეძლო : ბექა ლომთაძე (61 კგ) , ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) , ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) შეძლეს.
ვულოცავთ ქართველ სპორტსმენებს ამ წარმატებას.
ქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთი "გაძარცვეს"
17-01-2021, 00:06
გაზიარება
მოინახულეს 4 318-ჯერ
კომენტარები

03-10-2023 14:38
136
ტუისოვას 7 წლის შვილი გარდაეცვალა - იგი ნაკრების შეკრებას არ დატოვებს
ვრცლად

03-10-2023 13:08
855
ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
ვრცლად

02-10-2023 09:57
665
რუდი გარსია "რეალთან" მატჩამდე კომენტარს აკეთებს
ვრცლად

02-10-2023 08:19
4 409
როდის და რომელ არხზე იქნება ნაპოლი-რეალის შეხვედრა ?
ვრცლად