ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის 1000-ქულიანი მასტერსის ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი მატჩის მოგება სჭირდება.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში კოლუმბიელი ნიკოლას მეხია სამ სეტში, 0:6, 6:2, 6:4 დაამარცხა.
ბასილაშვილმა მატჩის მანძილზე 10 ეისი შეასრულა და მეტოქის ჩაწოდების მოგერიება სამჯერ მოახერხა. მის ანგარიშზე ასევე იყო პირდაპირ მოგებული 28 ქულა.
34 წლის ქართველის მეტოქე შემდეგ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის 127-ე ნომერი, ავსტრალიელი კრისტოფერ ო’კონელი იქნება. შეხვედრა 4 მარტს ჩატარდება.
წყარო: 1tv.ge-sport
26-09-2026 13:26
1
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
47
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
109
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად
21-09-2026 06:25
10
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა
ვრცლად

