რაფაელ ნადალმა იტალიის ღია ჩემპიონატი მოიგო

ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 20-მაი, 21:509 რაულიტო 3231


წლის მეორე მეგა-ტურნირის - როლან გარო - ბოლო რეპეტიცია, რომში გამართული მასტერსი, იგივე იტალიის ღია პირველობა - ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში 26 წლის მალიორკელმა 6:1, 6:3 სძლია მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, 31 წლის შვეიცარიელს როჯერ ფედერერს. ეს მათი 30-ე შეხვედრა იყო და ნადალმა მე-20 დაპირისპირება მოიგო.

„სიმართლე გითხრათ, 3-4 თვის წინ ვერც ვიფიქრებდი ასე კარგად თუ ვითამაშებდი. ჩემი საყვარელი ტურნირის წინ ეს გამარჯვება აუცილებელი იყო - როლან გაროს თავდაჯერებული ვხვდები და დარწმუნებული ვარ, მთავარი მიზნისთვის ვიბრძოლებ", - განაცხადა ნადალმა, რომელმაც წლეულს ზედიზედ მერვე ფინალი ითამაშა და მეექვსე ტიტული მოიგო.

რაფაელ ნადალმა რომში მერვედ ითამაშა ფინალში და მეშვიდე ტიტული მოიპოვა. 2011 წელს მას ნოვაკ ჯოკოვიჩმა აჯობა, 2006 წელს კი ესპანელმა, ისევე როგორც ახლა, ფედერერს სძლია. თავის მხრივ, შვეიცარიელმა მესამედ ითამაშა ფინალში და კვლავ დამარცხდა - ნადალთან წაგებული მატჩების გარდა მას 2003 წელს ფელიქს მანტილიასთან მოეცარა ხელი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
king_james_king 4 ივნისი 2013 05:49
მე ყველას ფედერერი მირჩევნია



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (189)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი