დღის ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია



ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.


პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს ერთხელ აართვა ჩაწოდება და სეტის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. მეორე სეტში გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი ბრეიკი გახდა საჭირო, რომელიც ციციპასის გამარჯვებით დასრულდა.


გადამწყვეტი პარტია კვლავ ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, ბასილაშვილმა ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა


ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე დანილ მედვედევსა და ალექსანდრ ბუბლიკს შორის გამარჯვებული იქნება.


წყარო:1tv.ge-sport




  • ნიკოლოზ ბასილაშვილი, ბასილაშვილი, ჩოგბურთი, nikoloz basilashvili, basilashvili
    გაზიარება
    მოინახულეს 3-ჯერ
    რეკლამა